საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი

30 აგვისტო 2021, 10:50 1336 ნახვა

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5929 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 21 517 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.04%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 284, აჭარაში - 1 012, იმერეთში - 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 713, აჭარაში - 171, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში.  38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

სულ  6 ოქტომბრიდან - 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221, იმერეთში - 3 998.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში