აჭარაში კორონავირუსი 247 ადამიანს დაუდასტურდა 

30 აგვისტო 2021, 10:55 966 ნახვა

30 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 748 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  აჭარაში 1 012. მძიმე პაციენტია 171, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.

2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში