ყველა პროგნოზით ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია დამშვიდდება - ირაკლი ღარიბაშვილი

30 აგვისტო 2021, 11:13 1793 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ოქტომბრიდან სიტუაცია დასტაბილურდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულად მუშაობს.

''ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა ეპიდსიტუაცია და პროცესი დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ. მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე. 

ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ უნდა მოვიწოდოთ ყველას. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანაა სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კოვიდი. საბოლოო ჯამში ჩვენი ექიმები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია.  ეს რამდენიმე კვირა ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ. ეს მძიმე  პერიოდი. ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით სიტუაცია დამშვიდდება, თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა ვმართოთ'' - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აცრების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, პირბადის ტარება და ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს.

''ვაქცინაციის არეალი უნდა გაფართოვდეს. ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო ექიმების ჩართულობა. ისინი კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან. სოფლებში დადიან და ცრიან მოსახლოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინა და შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მოდის, რომ მოსახლეობამ მზაობა გამოიჩინა და ეს სკეპტიციზმი ეტაპობრივად იხსნება'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში