ლუიზიანას შტატში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

30 აგვისტო 2021, 09:41 933 ნახვა

ლუიზიანის შტატში პირველი მსხვერპლი მოჰყვა ქარიშხალ „იდას“. ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის სახლს დაეცა. სტიქიის გამო ლუიზიანის შტატში მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგია ახალ ორლეანში არცერთ მოქალაქეს არ მიეწოდება.   

აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს.

ლუიზიანის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.აშშ-ის პრეზიდენტმა შტატის 25 ოლქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში