ლუიზიანას შტატში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

31 აგვისტო 2021, 09:55 574 ნახვა

აშშ-ის ლუიზიანის შტატში ქარიშხალ „იდას“ მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის, განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟები სხვადასხვა ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ, რომელშიც ვერტმფრენებიცაა ჩართული. ამასთან, სამაშველო სამუშაოებისთვის მთავრობამ ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი განალაგა, დღეს კი ამ რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

ნიუ-ორლეანსა და მის შემოგარენში 1 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნეს ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მის აღდგენას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში