ქაბულის აეროპორტში ტერაქტისას დაღუპული ამერიკელი სამხედროების დაკრძალვა

31 აგვისტო 2021, 10:06 860 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დელავერში, დოვერის სამხედრო ბაზაზე პატივი მიაგეს ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს. ბაზაზე ჯო ბაიდენი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს სულ 200-მდე ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ აიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში