სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება 

31 აგვისტო 2021, 12:48 3836 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

განათლების მინისტრის განცხადებით, ბაღები არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე და შემდეგ საბჭო საკითხის განხილვას კვლავ დაუბრუნდება.   სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ.

''4 ოქტომბრის შემდეგ იქნება დიფერენცირებული მიდგომა, იმ ქალაქში ან სოფელში სადაც იქნება 4 %-ზე ქვემოთ ინფიცირების მაჩვენებელი იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში. ხოლო იქ სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში. ბავშვების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საფუძველზე საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია დისტანციურ ფორმატში იყოს, ამის საშუალება ბავშვებს და მშობლებს 4 ოქტომბრის შემდეგაც მიეცემათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში