დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა - თამარ გაბუნია ​

31 აგვისტო 2021, 13:48 945 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათი არის ძალიან საყურადღებო და მოდუნების, შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა.

''სწორედ ამას უკავშირდება სატრანსპორტო შეზღუდვის გადაწყვეტილება. ის შეზღუდვები, რაც დღეს მოქმედებს, ყველა უნდა დარჩეს ძალაში. ასევე იცით, რომ სკოლებში სწავლა განახლდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ვინაიდან სხვაგვარ საშუალებას ეპიდემიოლოგიური სურათი არ იძლევა. ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სექტემბრის თვე, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს. რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებები ამის შესაბამისად მიიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში