თუ წესებს დავიცავთ დეკემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა, ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში იყოს - გამყრელიძე

31 აგვისტო 2021, 14:09 622 ნახვა

 

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს შეასრულებენ და წესებს დაიცავენ დეკემბერში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შესაძლოა ორ ათეულს არ აღემატებოდეს. 

''თუ გავაგრძელებთ ამ შეზღუდვებს, დავიცავთ პირბადის ტარების წესს და ვაქცინაციის კუთხით სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, მაშინ პროგნოზი არის, რომ დეკემბერში შემთხვევათა რაოდენობა ჩამოვა ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში. მაგრამ პირობაა, რომ უნდა აიცრას მოზარდი მოსახლეობის 60%. პირბადის ტარების მაჩვენებელი კი 80% მაინც უნდა იყოს. ასევე თავი უნდა ავარიდოთ იმ დიდ შეკრებებს, რაზეც არის საუბარი, რაც მთავარი ბუსტერია.

არის მოთხოვნები, რომელიც უნდა შევასრულოთ. ეს არის რეგულარული ტესტირება, დადებითი პასუხის დროს დროული იზოლაცია. ეპიდემიის ჯაჭვის გაწყვეტის მთავარი კომპონენტია ინფიცირებულის დროული იზოლაცია, რომ სხვას არ გადასდოს. 

თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ და კოვიდთან ერთად თანაცხოვრებას ვისწავლით ფონს გავალთ. ეს კოვიდი წელს და მომავალი წლის დასაწყისამდე არ გაქრება, როგორც ვამბობდით მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ამიტომ გამოსავალი არის საყოველთაო იმუნიზაცია'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში