საქართველოც, რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების შემთხვევის ნაცვლად 5-6 შემთხვევა გვექნებოდა - თენგიზ ცერცვაძე

31 აგვისტო 2021, 22:27 2167 ნახვა

"ვაქცინაცია: ნათელი და ბნელი მხარე“ - ამ სათაურით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

ინფექციონისტი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისივე თქმით, საქართველოც რომ დღეს სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, დღევანდელი გარდაცვალების 70-80 შემთხვევის ნაცვლად, დღიურად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა.

"ვაქცინებზე ჩატარებული კვლევების შედეგებით და სრულად ვაქცინირებული ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილებით ვაქცინაცია სარწმუნოდ ამცირებს ინფექციის ახალი შემთხვევების და მძიმე შემთხვევების/ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას და რაც მთავარია ძალიან სერიოზულად, საშუალოდ 80-90%-ით ამცირებს სიკვდილობას (მათ შორის დელტა შტამით გამოწვეულსაც).

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან 5 თვეში სამწუხაროდ დავკარგეთ 3623 ადამიანის სიცოცხლე და მათგან მხოლოდ ერთეული იყო ორჯერადად ვაქცინირებული. სრულად ვაქცინირებული ქვეყნების ანალოგიით და მარტივი გათვლებით შეიძლება წარმოვიდგინოთ - საქართველოც რომ დღეს სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს დღევანდელი 70-80 გარდაცვალების შემთხვევის ნაცვლად გვექნებოდა 5-6 გარდაცვალება", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

წერილი სრულად: 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში