აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

01 სექტემბერი 2021, 10:57 1133 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი, გარდაიცვალა 8.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445, იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 978 პირი, მათგან მძიმეა 158-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 38.

ბოლო მონაცემებით აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 808 პირი, საკარანტინო სივრცეებში 12.

თვითიზოლაციაში იმყოფება 5 770 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში