ნაცვლიშვილი - პანდემია არ იმართება, გადაწყვეტილებების მიღება ქაოტურად ხდება

01 სექტემბერი 2021, 18:15 910 ნახვა

ანა ნაცვლიშვილი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობით უკმაყოფილოა. პარტია ლელოს წევრის შეფასებით, საბჭო  რიგ გადაწყვეტილებას იღებს  გაუმჭვირვალედ და დემოკრატიის დაბალი სტანდარტით მუშაობს. მისი განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭო არღვევს კანონს მაშინ, როცა არ ასაჯაროებს რის საფუძველზე იღებს შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას.  ამბობს, რომ  საბჭოს  სხდომის ოქმების ასლები გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ ოქმებს კვლავ არ მიაწოდებენ, სასამართლოს მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში