საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი

02 სექტემბერი 2021, 10:44 1513 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5017 მოქალაქე. ბოლო 24 საათში საქართველოში 40 435 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა - 295, იმერეთი - 453, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 231, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც: 7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 137, აჭარაში - 933, იმერეთში - 1 128. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში - 686, აჭარაში - 192, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 229, აჭარაში - 37, იმერეთში - 34.

2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 - აჭარაში.

36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 878 პირი, აჭარაში - 5 464, იმერეთში - 3 865.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში