ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა

02 სექტემბერი 2021, 11:06 4379 ნახვა

ბათუმში კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის კლინიკა ''მედცენტრში'' მკურნალობდა. 20 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 31 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტიდან შეიყვანეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

''პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა'' - აცხადებენ სამინისტროში. 

კლინიკის ექიმის ინფრომაციით, პაციენტი აცრილი არ იყო. 

''შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე და საყურადღებო. ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. გადავიყვანეთ რეანიმაციაში და დავიწყეთ მკურნალობა. დახმარების მიუხედავად დინამიკა ვერ დასტაბილურდა და აუცილებელი გახდა მართვის სუნთქვაზე გადაყვანა. ეს მოხდა დაახლოებით დილის 5 საათზე, რამდენიმე საათში კი გულის გაჩერება დაფიქსირდა. სხვა დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. პაციენტი აცრილი არ იყო'' - განაცხადეს კლინიკა ''მედცენტრში''.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან. მათ შორის დედა იმავე კლინიკაში მკურნალობდა. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში