ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

02 სექტემბერი 2021, 11:43 1114 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ბუსტერი დოზების განვითარებადი ქვეყნებისთვის შენახვის მომხრეა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ის ე.წ. ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას ეწინააღმდეგება და ვაქცინების შედარებით ღარიბი სახელმწიფოებისთვის მიწოდების მომხრეა.

მისი თქმით,  ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპი შენარჩუნებულია ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, შესაბამისად ჯანმრთელი ადამიანებისთვის მესამე დოზის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს და ვაქცინები უნდა  შეინახონ  იმ ჯგუფებისთვის, სადაც ავადობა და სიკვდილიანობა მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში