აშშ-მა და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

02 სექტემბერი 2021, 10:04 682 ნახვა

აშშ-მა და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადება თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები, უკრაინასთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის.

განცხადების მიხედვით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს თავდაცვის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების მომზადება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებას. 

ერთობლივი განცხადების მიხედვით, აშშ-მა უკრაინას თავდაცვის სფეროში 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემის ჯავშანტექნიკის და სხვა სასიკვდილო და არასასიკვდილო აღჭურვილობის გადაცემას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში