ქარიშხალ ''იდას'' გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

02 სექტემბერი 2021, 09:22 937 ნახვა

ქარიშხალ „იდას“ გამო  ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“  ავცრცელებს.  ქარიშხალმა  „იდამ“  ქალაქ ნიუ იორკში ძლიერი წვიმა გამოიწვია,  ძლიერი ნალექის გამო მთელი ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა მეტროსადგურის ყველა ხაზის ფუნქციონირება.

ქალაქში დაიტბორა ქუჩები, რის გამოც დილის საათებამდე საგზაო მოძრაობა აიკრძალა. ქალაქის ხელისუფლებამ მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.ქარიშხალმა „იდამ“ განსაკუთრებით დააზიანა ლუიზიანას, პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატები.

ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობისა და ტორნადოს შედეგად დაზიანებული და დანგრეულია სახლები. განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში