ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ამერიკის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრას გამართავს

02 სექტემბერი 2021, 18:37 1355 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ამერიკის ღია პირველობის 1/32 ფინალის შეხვედრას გამართავს. ნიკას მეტოქე 24 წლის ამერიკელი მაქსიმ ქრეისი იქნება.

მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ ეტაპზე სებასტიან კორდა დაამარცხა. მსოფლიოს 151-ე ჩოგანმა ქრეისმა კი კარენო ბუსტას მოუგო.

ბასილაშვილის და ქრეისის შეხვედრა 20:30 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში