საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი 

03 სექტემბერი 2021, 10:50 1522 ნახვა

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 120, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 099. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 222 - თბილისში, 801 - აჭარაში.

36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში