გარდაცვლილი ​და ჰოსპიტალიზებული პაციენტების უდიდესი ნაწილი არავაქცირებული იყო - თამარ გაბუნია

03 სექტემბერი 2021, 13:17 1028 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია.

თამარ გაბუნიას თქმით, გარდაცვალების შემთხვევები უმეტესად 70 წელს ზემოთ მოსახლეობაშია.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული შემთხვევების, მათ შორის რამდენი იყო ვაქცინირებული პირი, არავაქცინირებული. ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღის პირობებში ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წლის ზემოთ ასაკის პირებში. საბედნიეროდ, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში