ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია - ჯანდაცვის მინისტრი

03 სექტემბერი 2021, 14:12 1656 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.

''გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით, ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში - 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები.

კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში