მოვუწოდებ ორსულებს აიცრან „ფაიზერით“, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ და გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ შეამცირებს - ამირან გამყრელიძე

03 სექტემბერი 2021, 16:48 1324 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი, „დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ორსულებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ხვალ ან ზეგ მეან-გინეკოლოგთა განახლებული ასოციაცია განახლებულ პროტოკოლს შემოგვთავაზებს.

გამყრელიძემ ორსულებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აიცრან "ფაიზერით" და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა.

„შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გართულებისა და გარდაცვალების შესაძლებლობას. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში