ქარბორბალა და წყალდიდობა ქობულეთში

03 სექტემბერი 2021, 17:54 1983 ნახვა

რთული სიტუაციია ქობულეთში. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია და მოძრაობა შეჩერებულია. ცენტრალურ გზაზე მდინარე აჭყვა გადმოვიდა. ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაემატა, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა,  მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი კი ავტომობილს დაეცა. ქარმა გაზის მილიც დააზიანა. ძლიერი წვიმის გამო დაგროვებულ ნალექს ვერ ატარებს სანიაღვრე არხები, ამიტომ  იტბორება ეზოებიც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  მაგალითად გელაურის დასახლებაში  ადიდებული მდინარის წყალიც შევიდა ეზოებში.  ათეულობით ზარი შედის სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში, რომელიც მერიაშია შექმნილი

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში