ბათუმის რიგ ქუჩებს სტიქიის გამო წყალი შეუწყდა

03 სექტემბერი 2021, 19:32 2241 ნახვა

უამინდობის გამო ბათუმში 30-მდე ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს გვიან ღამემდე შეწყდება . აბონენტებისთვის წყლის მიწოდება დილიდან დაიწყება-  აღნიშნულს ბათუმის წყალში მდინარეების-  ჩაქვის , ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობების ამღვრევას უკავშირებენ. ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ათობით ტერიტორია დაიტბორა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ხვალიდან ელოდებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში