მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში - ზარალს ითვლიან

04 სექტემბერი 2021, 11:53 1361 ნახვა

ღამით ახალი მეწყრული კერები გააქტიურდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტში კერძოდ სოფლებში: კირნათსა და კაპანდიბში, რის გამოც ზედა კირნათის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია. დამეწყრილი ტერიტორიასთან ახლოსაა დასახლებაც. მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი კიბეში მცხოვრები ორი ოჯახი.  ორ დღიანი უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში სულ ხუთ სოფელში 60-მდე მეწყრული კერა გააქტიურდა. მერიას დასახმარებლად ამ დროისთვის 22-მა ოჯახმა მიმართა,  დაზარალებული ოჯახები ეროზიული ტერიტორიების შესწავლასა და უსაფრთხო ადგილზე განსახლებას ითხოვენ.  ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახებს სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს , რის შემდეგაც გადაწყდება თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტს. დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლად  გეოლოგებს ორშაბათიდან შეისწავლიან, სწორედ სპეციალისტების დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი ოჯახი ექვემდებარება განსახლებას .

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში