მდინარე აჭყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

04 სექტემბერი 2021, 17:55 1792 ნახვა

ქობულეთში მდინარე აჭყვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ალაბრის თემის რწმუნებულის, გურამ გოგიტიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი  დაახლოებით 82  წლის იყო. მისი თქმით  გარდაცვლილი  სახლთან ახლოს, მდინარე აჭყვასთან  შეშას აგროვებდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. სამართალდამცველებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს. დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში