სიკვდილიანობა კვლავ მაღალია - მთავარ რეკომენდაციად ვაქცინაცია რჩება

04 სექტემბერი 2021, 19:50 1095 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება, თუმცა კვლავ მაღალია გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი. ბოლო დღე ღამეში ვირუსს  83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი. კოვიდ 19-ით აჭარაში დედა-შვილი დაიღუპა, ეს რეგიონში უკვე მეორე შემთხვევაა. მძიმე ეპიდვითარების დასასრულებლად მთავარ რეკომენდაციად რჩება ვაქცინაცია, რომლის ტემპიც ჯერ ისევ დაბალია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში