დღეს საქართველოს ნაკრების ესპანეთს გასვლაზე დაუპირისპირდება

05 სექტემბერი 2021, 10:21 953 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა რომ ტრამვების გამო პირველი შეხვედრისგან განსხვავებულ შემადგენლობას დააყენებს.

4 თამაშის შემდეგ საქართველო 1 ქულით ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზეა, ხოლო ესპანეთს 7 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

მატჩი დღეს 5 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ბადახოსის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ესპანეთში არსებული რეგულარულაციების თანახმად სტადიონის 60 %-ით შევსება არის შესაძლებელი, რაც დაახლოებით 8 000 გულშემატკივარია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში