ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

05 სექტემბერი 2021, 18:20 18281 ნახვა

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა.  ინფორმაციას გვიდასტურებენ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში. როგორც ცნობილია,  ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. პირველადი დასკვნით ქიმმზიდ ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა,მათ შორის ერთი ქართველი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს  ექსპერტიზა დაადგენს. 

როგორც სააგენტოში გვითხრეს ახალგაზრდას გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს როგორც საქართველოს საელჩო, ასევე პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში