ხელვაჩაურში ოჯახი დახმარებას ითხოვს

05 სექტემბერი 2021, 18:25 985 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზარალებული კიდევ ერთი ოჯახი ხელვაჩაურში. თებიძეების  საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა, საცხოვრებელს ნახევრად გამოცლილი აქვს საძირკველიც, რის გამოც ნაგებობა  ყოველდღიურად იშლება. 

10 წევრიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის გეოლოგიურ შესწავლასთან ერთად, ადგილზე უსაფრთხო ცხოვრებას ითხოვს, თებიძეები იხსენებენ რომ   გასულ წლებში სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა,  რის გამოც თანასოფლელების განსახლება მოხდა.

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ხელვაჩაურის მერიას, თვითმმართველობაში უქმე დღის გამო კომენტარი არ გააკეთეს და განგვიმარტეს, რომ ოჯახს დახმარების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს. თებიძეების მდგომარეობას მიმართვის საფუძველზე შეისწავლიან  და შესაბამისად დაეხმარებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში