საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა  61 პაციენტი

06 სექტემბერი 2021, 10:43 854 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის1120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4905.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 16 149 ტესტი ჩატარდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 298.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში