კვლევა - ე.წ. „ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყნის 32 ცნობილი მედია

06 სექტემბერი 2021, 10:51 741 ნახვა

დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე რუსეთის ინტერესების მხარდამჭერი კომენტარების განთავსებით ე.წ. „ტროლები“ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ, - ამის შესახებ კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ე.წ. „ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყნის 32 ცნობილი მედია ვებგვერდი გახდა. ბოლო პერიოდში თავდასხმა მიმართული იყო ავღანეთიდან დასავლეთის ძალების გაყვანაზე და მხარს უჭერს რუსეთის ნარატივს ლიბერალური დემოკრატიის დასრულებისა და ნატოს წარუმატებლობის შესახებ.

მკვლევარებმა მკითხველის კომენტარების გასაანალიზებლად ნიმუშის ამოცნობის ტექნიკა გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ანგარიში ორგანიზებულად აქვეყნებდა კრემლის მხარდაჭერის გამომხატველ შინაარსს.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ ამ კომენტარებს რუსული მედია ორგანიზაციები თავიანთი სტატიების თუ სიუჟეტების მოსამზადებლად იყენებდნენ და რუსულ მედიაში ჩნდებოდა შემდეგი შინაარსის სათაურები : "ბრიტანელებმა თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლა დასავლური ცივილიზაციის დასასრულს შეადარეს“ და ა.შ. რუსეთი თავის მხრივ, მუდმივად უარყოფს პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ოპერაციებში მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში