„თალიბანი“ აცხადებს, რომ ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი აქვთ

06 სექტემბერი 2021, 10:01 756 ნახვა

„თალიბანის“ პრესსპიკერის მტკიცებით, ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ „თალიბები“ პროვინციის გუბერნატორის შენობის შესასვლელთან დგანან. ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელს აჰმად მასუდს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ფანჯშირის პროვინცია ერთადერთია, რომლის აღებაც „თალიბანმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო და სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მებრძოლებსა და ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში