400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია - თამარ გაბუნია

06 სექტემბერი 2021, 13:27 924 ნახვა

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.​

თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის კუთხით, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით.

ტესტების ინტენსივობა მაქსიმალური რჩება. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა.

ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში