როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - თამარ გაბუნიას განმარტება

06 სექტემბერი 2021, 14:01 2772 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც აქვთ მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მისივე თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.

„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით. როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში