მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის პირველი მარტიდან გახდება​

06 სექტემბერი 2021, 16:05 986 ნახვა

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის პირველი მარტიდან გახდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში