სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას  - ჯანდაცვის მინისტრი

06 სექტემბერი 2021, 17:20 989 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს.

''ჩვენ სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ

ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღინისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,"- აღნიშნა მინისტრმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდეა გახანგრძლივებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში