აჭარაში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

07 სექტემბერი 2021, 10:51 1071 ნახვა

7 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 407 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 784.

მძიმე პაციენტია 178, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41 პირი.

2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 682 - აჭარაში. 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 133 პირი, აჭარაში - 4 154.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში