13 სექტემბრიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

07 სექტემბერი 2021, 13:29 1374 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოს შემდეგ გაჩერებულია, ის 4 სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა  31 აგვისტოს, საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში