ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იწყება

07 სექტემბერი 2021, 13:34 5063 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება.  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად  ფულად ჯილდოებს გაათამაშებს. 

ლატარიის ბიუჯეტი 2  მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარია ყოველდღიურად წლის ბოლომდე გათამაშდება. 

''იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. ყოველდღიურად, 100-დან 500 ლარამდე გათამაშდება, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ლატარიაში კი მონაწილეობას ნებისმიერი ის მოქალაქე მიიღებს, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში