ადვოკატების მიმართვა საგამოძიებო უწყებას

07 სექტემბერი 2021, 14:47 1017 ნახვა

ადვოკატ ზაზა პაპიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაუპატიურების ბრალდების მსხვერპლია.

დაკავებული მამაკაცის ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტად ჩამოსული ქალების  მიერ მამაკაცებთან ჯერ ნებაყოფლობით სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო შემდეგ გაუპატიურების დაბრალება.

უფლებადამცველების ინფორმაციით,  კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს უცხოელი ტურისტის ჩვენება უდევს საფუძვლად და ექსპერტიზა კი ქალის გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებს. 

ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ, ასეთი კატეგორიის საქმეებში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ნუ  ეყრდნობიან, რადგან  გაუპატიურების მუხლი მკაცრს სასჯელს ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში