სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

07 სექტემბერი 2021, 18:18 923 ნახვა

​აქციასთან დაკავშირებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყოველწლიურად იცვლება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გარკვეული რაოდენობა. წელს მოთხოვნა თურქულ ნებართვებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ თურქეთის რესპუბლიკასთან გაცვლილი ნებართვები სრულად ამოწურულია. უწყების ინფრომაციით, შეთანხმება მიღწეულია ნებართვების დამატებით გაცვლის შესახებ. რომლის მიღების შემდეგ  მათი გაცემა დაიწყება. კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში