70 წლის ზემოთ მოქალაქეებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე

08 სექტემბერი 2021, 12:04 1140 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაკეთდა ანალიზი თუ როგორი არის ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები. 

მისივე თქმით, ლეტალობის მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია 70 წლის ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ავადომის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

"როცა ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის მაჩვენებლის გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ და მნიშვნელოვანია საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც გააქტიურებს მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც ჩვენ გვაქს ყველაზე მაღალი რისკები"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის  განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა იმსჯელონ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა ამ პროცესში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ სწორედ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმები, რომლბსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე, რომ მნიშვნელოვანი ღონისძებები საინფორმაციო ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. პირველი არის ოჯახის ექიმების მეტად გააქტიურება უბნებზე და შემდეგი არის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელის შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა არ მხოლოდ ეს, ასევე რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში