როცა 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, შეგვიძლია საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაცია გავცეთ - ტიკარაძე

08 სექტემბერი 2021, 12:13 1200 ნახვა

როცა 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლოს.

“ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“,-აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში