კოვიდინფიცირებული 15 დღის ჩვილი

08 სექტემბერი 2021, 18:28 819 ნახვა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით,  ჩვილის ინფიცირების წყარო ნათესავები არიან, რომლებიც ჩვილის სანახავად იმყოფებოდნენ. მისივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 150 კოვიდპაციენტი ჰყავთ. მათგან 21 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. უმრავლესობას ვირუსი მშობლებისგან გადაედო, რომელთა დიდი ნაწილი აცრილი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში