ვაქცინის პირველ დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია - თამარ გაბუნია

09 სექტემბერი 2021, 12:27 997 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაციის მაჩვენებელი და მიმართვიანობა შემცირებულია. 

თამარ გაბუნიას თქმით, გუშიწინ  27 000 ადამიანი აიცრა, 8 სექტემბრის მონაცემებით კი 24 000.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტემპი კლებადი არ უნდა იყოს.

''ჩვენ ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებლად გვჭირდება მხოლოდ მატების ტენდენცია და ის, რომ დღიურად 35 000-40 000 დოზაზე ავიდეთ. ვნახოთ დამატებითი სტიმულები რამდენად წამახალისებელი აღმოჩნდება.  მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და თანაბარი ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის. კარგი იქნება თუ მათგანაც წამოვა წამახალისებელი სტიმულები.

როგორც იცით იწყება ლატარიის გათამაშება ვაქცინირებული პირებისთის. ვფიქრობთ ესეც იქნება დადებითი მუხტი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში