ბათუმის დედათა და ბავშთა ჰოსპიტალში 2 კოვიდინფიცირებული ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

09 სექტემბერი 2021, 12:37 11053 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 2 კოვიდინფიცირებული  ახალშობილის მდგომარეობა, ორივე მათგანი 1 თვემდე ასაკისაა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.

რეზო ნაკაშიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გადის სულ 44 კოვიდპაციენტი.

"ახალშობილთა განყოფილებაშია 4 პაცინეტი, რომელთაგან 2 კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პედიატრიულ რეანიმაციაში სტაბილურად მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. 

ბევრია ახალშობილთა ინფიცირების ფაქტები, რომლებიც მძიმედ მიმდინარეობს. გუშინ კიდევ შემოვიდა 2 ახალშობილი.  მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ახალშობილები მაქსიმალურად უნდა იყვნენ იზოლირებულნი"- განაცხადა რეზო ნაკაშიძემ.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ახალშობილებთან კონტაქტს, ნათესავები და ახლობლები უნდა მოერიდონ, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ხდებიან მათი ინფიცირების წყარო.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმართვიანობამ იკლო, მათივე განცხადებით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობას 5 კოვიდპაციენტი გადის, მათგან 3 ბავშვია, 2 ზრდასრული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში