4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს - თამარ გაბუნია

09 სექტემბერი 2021, 13:05 4479 ნახვა

4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში სწავლა განახლდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრამდე სიტუაცია კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, რათა ბავშვებს სასწავლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ტენდენცია ისეთია ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა და სკოლის კოლექტივის აცრის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე ჩვენ დაახლოებით 3 კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს და ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში.

ვფიქრობ, წინასწარი პროგნოზით სწავლის განახლება ყველა წესის დაცვით და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით მოხდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში