საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

09 სექტემბერი 2021, 20:12 1650 ნახვა

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2-10 ოქტომბერს ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე  მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე 20 ქართველი მოჭიდავე გამოვა. 10 თავისუფალ ჭიდაობაში. ასევე 10 სპორტსმენი იასპარეზებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

თავისუფალი ჭიდაობა:

  • ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.);
  • ბექა ლომთაძე (61 კგ.);
  • შოთა ფარტენაძე (65 კგ.); 
  • ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.);
  • ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.); 
  • ნიკა კენჭაძე (79 კგ.);
  • სანდრო ამინაშვილი (86 კგ.);
  •  ირაკლი მწითური (92 კგ.); 
  • ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.); 
  • გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:

  • ნუგზარ წურწუმია (55 კგ.);
  • ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.);
  • ლერი აბულაძე (63 კგ.);
  • რამაზ ზოიძე (67 კგ.);
  • შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.);
  • გელა ბოლქვაძე (77 კგ.); 
  • აივენგო რიკაძე (82 კგ.);
  • ლაშა გობაძე (87 კგ.);
  • გიორგი მელია (97 კგ.); 
  • იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში