საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

10 სექტემბერი 2021, 10:38 1072 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2795 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 34 225 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:

6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში.

24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759, იმერეთში - 3 304.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში